ჯიმ რიში - უკრაინა არ არის ერთადერთი ერი, რომლის დაშლასა და განადგურებასაც პუტინი ცდილობდა - სამხრეთ ოსეთში უკანონო არჩევნებს ვგმობთ და საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას ვაგრძელებთ

მე და საერთაშორისო საზოგადოება სამხრეთ ოსეთში გუშინდელ უკანონო არჩევნებს ვგმობთ, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯეიმს რიშმა ,,ტვიტერის" გვერდზე დაწერა.

რიშის თქმით, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას აგრძელებს.

,,უკრაინა არ არის ერთადერთი ერი, რომლის დაშლასა და განადგურებასაც პუტინი ცდილობდა. სამხრეთ ოსეთი არის რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონიდან ერთ-ერთი. მე და საერთაშორისო საზოგადოება სამხრეთ ოსეთში გუშინდელ უკანონო არჩევნებს ვგმობთ და საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას ვაგრძელებთ", - წერს რიში.

შეგახსენებთ, 8 მაისს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც, წინასწარი მონაცემებით, ალან გაგლოევი ლიდერობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა