უკრაინული მედია - ხერსონში ტყის ხანძრებია, რუსი ოკუპანტები მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობის ნებას არ აძლევენ

ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყის ხანძრებია, საფრთხე ემუქრება დასახლებულ ტერიტორიებს. რუსი ოკუპანტები მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობის საშუალებას არ აძლევენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„უკრინფორმის“ ინფორმაციით, ჩულაკოვსკის გაერთიანებული ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელის ალექსანდრ მუსიენკოს განცხადებით, 13 სოფლიდან, ნახევარი ტყის პირას მდებარეობს.

სატყეო სამსახურის წარმომადგენლები საკუთარი ძალებით ებრძვიან ხანძრის ზოგიერთ კერას. მცხოვრებლებს კვამლისა და ფერფლის გამო ადგილზე ყოფნა უჭირთ.

ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ რუსი ოკუპანტები საბოლოოდ, მაინც მისცემენ მეხანძრეებს ხანძის ჩაქრობის ნებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა