ავთო ქაჯაია - რუსებმა დონეცკის მისადგომებთან გამოისროლეს ფოსფორული რაკეტა, 10 კაცი მოვიწამლეთ

უკრაინაში მყოფი, ქართველი მებრძოლი ავთო ქაჯაია აცხადებს, რომ რუსებმა დონეცკის მისადგომებთან ფოსფორული რაკეტა გამოიყენეს, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალულია.

როგორც ქაჯაია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ უკრაინიდან ჩართვისას განაცხადა, შედეგად, 10 კაცი მოიწამლა.

ქართველმა მებრძოლმა ასევე ისაუბრა იმ სიმპტომებზე, რომელიც ამ მოწამვლის შედეგად ჯარისკაცებს გამოუვლინდათ.

„ჩვენი ჯგუფი იმყოფებოდა დონეცკის მისადგომებთან. დაგვავალეს გარკვეული დავალება, რომელიც შევასრულეთ: ეს იყო პოზიციების გადაწევა, ანუ რუსების პოზიცია იყო დასაკავებელი, ასაღები და შევასრულეთ ბიჭებმა. დაგვეჭრა რამდენიმე ჯარისკაცი, ალყაში მოვექეცით, არტილერიის ჭურვებში მოვყევით და გამოვძვერით ამ ბრძოლიდან, ტყვიების წვიმიდან. მესამე დილას, გამთენიისას ჩვენი მიმართულებით გამოისროლეს ფოსფორული რაკეტა, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალულია. 10 კაცი მოვყევით ამის მოწამვლის ქვეშ. სიმპტომები გამოისახება შემდეგში: სუნთქვის შეკავება, ჟანგბადის უკმარისობა, თვალების წვა და ყველაზე რთულია, ფილტვები“, - განაცხადა ქართველმა ჯარისკაცმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა