ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით დადებით პასუხს ივნისში ელოდება

დღეს ჩვენ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილის შევსებაზე ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა კითხვარის შევსებას რამდენიმე თვე სჭირდება, უკრაინამ კი ეს რამდენიმე კვირაში შეძლო.

,,დღეს ჩვენ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. უკრაინამ სპეციალური კითხვარის პასუხების მეორე ნაწილი წარადგინა, რომელიც უნდა შეავსოს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა თითოეულმა ქვეყანამ. ამას ჩვეულებრივ თვეები სჭირდება, მაგრამ ჩვენ ყველაფერი რამდენიმე კვირაში გავაკეთეთ. ესარის დოკუმენტი, რომელიც ათასობით გვერდს მოიცავს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ დასძინა, რომ სწორედ დღეს გამართა მოლაპარაკებები ევროკომისიისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტებთან.

მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით ივნისში დადებით პასუხს ელოდება.

,,სწორედ დღეს გავმართე მოლაპარაკებები ევროპული ინტეგრაციის შესახებ როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონდერ ლაიენთან. მე მათ მთელი უკრაინელი ხალხის სახელით ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე. მათ კარგად იციან, რომ ეს ომი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ყველა ევროპელის თავისუფლებისთვისაა. ივნისში ველოდებით დადებით პასუხს, ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით", - დასძინა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა