ოდესაში ოკუპანტებმა სავაჭრო ცენტრი და ორი სასტუმრო დაბომბეს - არის მსხვერპლი და დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
როგორც ჟურნალისტებს უკრაინის ოპერატიული სარდლობა “სამხრეთში” განუცხადეს, რუსეთის ჯარებმა ავიაციის გამოყენებით, ოდესაში შვიდი რაკეტა ისროლეს. თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი - დაშავდა.
“მტერი აგრძელებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას და მსგავს ისტერიულ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ”, - ნათქვამია სარდლობის განცხადებაში.