დიდი ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგობის არასაკმარისად შეფასებამ ოპერაციული წარუმატებლობა გამოიწვია, რამაც 9 მაისს პუტინს სამხედრო წარმატების გამოცხადებაში ხელი შეუშალა

რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგობის არასაკმარისად შეფასებამ ოპერაციული წარუმატებლობა გამოიწვია, - ამის შესახებ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი.

დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინის ძალების არასათანადო შეფასებამ გამოიწვია ის, რომ 9 მაისის აღლუმზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს “უკრაინაში მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატების გამოცხადებაში ხელი შეუშალა”.

„რუსეთის შეჭრის გეგმა დიდი ალბათობით, ეფუძნებოდა მცდარ ვარაუდს, რომ მას შეექმნებოდა სუსტი წინააღმდეგობა და დასახლებების ალყაში სწრაფად მოქცევას შეძლებდა. ამ ვარაუდმა აიძულა რუსული ძალები, რომ ეცადათ, ოპერაციის გახსნის ფაზა განეხორციელებინათ მსუბუქი, ზუსტი მიდგომით, რომლის მიზანი მინიმალური დანახარჯებით სწრაფი გამარჯვების მიღწევა იყო. ამ არასწორმა გაანგარიშებამ დანაკარგები და შემდგომში რუსეთის ოპერატიული ფოკუსის შემცირება გამოიწვია”, - ნათქვამია ანგარიშში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა