დმიტრო კულება - თუ ჩვენ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, რომ ევროპა ჩვენს მოტყუებას ცდილობს და ჩვენ ამის გადაყლაპვას არ ვაპირებთ

თუ ჩვენ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, რომ ევროპა ჩვენს მოტყუებას ცდილობს და ჩვენ ამის გადაყლაპვას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ახლა უკრაინა ერთადერთი ადგილია ევროპაში, სადაც ადამიანები იხოცებიან იმ ფასეულობებისთვის, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება.

„ვფიქრობ, ამას პატივი უნდა სცენ“,- განაცხადა კულებამ.

ამასთან, მინისტრმა კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პროგნოზზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გრძელვადიანი პროცესის ალბათობასთან დაკავშირებით.

„სამი თვის წინ უკრაინას წევრობის პერსპექტივა არც კი ჰქონდა, ახლა ისინი უკვე განიხილავენ, რამდენი დრო დასჭირდება ამას“,- განაცხადა კულებამ.

მისივე ინფორმაციით, უკრაინა კანდიდატის სტატუსის მიღებას ივნისისთვის ელოდება.

„ამის შემდეგ ჩვენ დავსხდებით თქვენთან ერთად და გადავწყვეტთ სხვა საკითხებს - როგორ, როდის და ა.შ.“- განაცხადა კულებამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო