ეკა ხერხეულიძე - დეპუტატები ოპოზიციიდან ვაპირებთ თავდებობას მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე

ქალბატონო მაკა - ჩვენ, დეპუტატები ოპოზიციიდან ვაპირებთ თავდებობას მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე - თუკი თქვენ საუბრობთ ევროინტეგრაციაზე, რაშიც აბსოლუტურად სოლიდარული ვარ და მინდა მჯეროდეს, რომ ეს საკითხი გაღელვებთ, ძალიან მინდა ამ საკითხში თქვენი თანადგომა, როგორც აი ამ საქმის ავანგარდში მყოფს, რომელიც თავს წარმოაჩენთ, როგორც ევროინტეგრაციის მედროშეს, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მაკა ბოჭორიშვილს, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ხერხეულიძემ ასევე მოუწოდა ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პოლიტიკური თავდებობა ის აუცილებელი, მორალური სტანდარტია, რაზეც უარის თქმა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება.

„სრულიად სხვა განცხადების გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ მოვისმინე იმდენად არაჰუმანური და არაადამიანური განცხადებები, რომ შეუძლებელია პასუხის გარეშე დავტოვო კონკრეტული ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადებები. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ბიოგრაფია აქვთ ისეთი, რომ ფიზიოლოგიური აუტანლობა და ზიზღი უნდა სჭირდეთ მიხეილ სააკაშვილის. მაგალითად, თქვენი ახალი შენაძენი მარგალიტის სახით, ყოფილი „გაიშნიკი“, რა თქმა უნდა, ვერ უნდა იტანდეს მიხეილ სააკაშვილს იმიტომ, რომ ხელიდან გამოგლიჯა კორუფციის ჯოხი და გადაუგდო და აიძულა, რომ წესიერად იცხოვრეო. მეორე ადამიანიც იყო აქ, ძალიან მკვახე, ძალიან მძაფრი, ძალიან არაადამიანური და დაუნდობელი განცხადებებით გამორჩეული, რომელსაც რა თქმა უნდა, როდესაც ეროსი კიწმარიშვილი და ოქრუაშვილი გაგდებენ კონკრეტული ბიზნესიდან, რა თქმა უნდა, მაშინ გძულს მიხეილ სააკაშვილი, ვერ შეიყვარებ, ეს ბუნებრივი გარემოებაა, მაგრამ ჩემთვის გასაოცარია ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის განცხადება, რომელიც გვახსენებს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე თურმე დიდი სამუშაოა გაწეული და დასაბამს კი არ ახსენებს ამ გზის, რა იყო ის ფაზა, რამაც განაპირობა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ კონდიციამდე მისულიყო. ხომ ვერ მეტყვის ქალბატონი მაკა, ავტორს ამ გზის დასაწყისის? ხომ არ იცით? როცა ევროპარლამენტარები საუბრობენ, რომ ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილისგან გვაქვს ყოველდღიური ცნობა სამედიცინო სერვისის შესახებ როგორ ეწევა დახმარება მიხეილ სააკაშვილს, იქნებ მაჩვენოთ მეც რა არის, რა ცნობებია ეს და რა მონიტორინგს აწარმოებთ იმიტომ, რომ მე ამ ადამიანს ვხვდები და ზუსტად ვიცი მისი მდგომარეობა. როდესაც აქ გვარებს ჩამოთვლიან ხოლმე და როდესაც გარდაცვლილების სიას უტიფრად და უსინდისოდ წაიკითხავენ, მაგალითად, კონკრეტული ადამიანების დასახელება არ მინდა, მაგრამ მიგვიყვანენ იმ იძულებამდე, რომ მართლმსაჯულება ამ ადამიანების წამებისთვის და სიკვდილისთვის არ დამდგარა და იძულებულები ვიქნებით ჩვენ ვისაუბროთ სიმართლეზე. უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ ერთი გახმაურებული საქმე, რომლითაც სპეკულაციას დღემდე ეწევა „ქართული ოცნება“, იმ ადამიანს გარდაცვალების შემდეგ ბევრი წლის მერე ექსჰუმაცია ჩაუტარდა, ექსპერტიზამ სხვა დასკვნა დადო და უკან დაიხია მართლმსაჯულებამ, მაგრამ აი აქ ყოფილი „გაიშნიკი“ ისევ საუბრობს, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილმა მოკლა. თუკი აი, ამ წარსულიდან გინდათ, რომ ისაუბროთ მიხეილ სააკაშვილზე, დაიწყეთ დასაბამიდან, სიკვდილის გაუქმებიდან - ვინ იყო ინიციატორი სიკვდილით დასჯის გაუქმების, მიხეილ სააკაშვილი ხომ არ იყო ეს ადამიანი? ესე თუ ჩავეძიებით რაღაცებს ძალიან ბევრი გასახსენებელი მექნება.

ქალბატონო მაკა - ჩვენ, დეპუტატები ოპოზიციიდან ვაპირებთ თავდებობას მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მართლმსაჯულებაზე უარის თქმა კი არ გახლავთ ჩვენი გადაწყვეტილება, არამედ გახლავთ ჩვენი პოზიციონირება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ჯანმრთელობა ჰქონდეს მას ნორმალურ ვითარებაში და ხელი მიუწვდებოდეს ნორმალურ სამედიცინო დახმარებაზე. თუკი თქვენ საუბრობთ ევროინტეგრაციაზე, რაშიც აბსოლუტურად სოლიდარული ვარ და მინდა მჯეროდეს, რომ ეს საკითხი გაღელვებთ, ძალიან მინდა ამ საკითხში თქვენი თანადგომა, როგორც აი ამ საქმის ავანგარდში მყოფს, რომელიც თავს წარმოაჩენთ, როგორც ევროინტეგრაციის მედროშეს. ძალიან მინდა ვთხოვო ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ მათი სოლიდარობა ამ საკითხში არის უმნიშვნელოვანესი და პოლიტიკური თავდებობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არის ის აუცილებელი, მორალური სტანდარტი, რაზეც უარის თქმა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება“, - განაცხადა ხერხეულიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა