ანალენა ბერბოკი - უკრაინის გენერალური პროკურორი დავარწმუნე გერმანიის სრულ მხარდაჭერაში

მე უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა დავარწმუნე გერმანიის სრულ მხარდაჭერაში, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ბუჩაში იმყოფებოდა, ,,ტვიტერის" გვერდზე დაწერა.

,,ჩვენ შევაგროვებთ მტკიცებულებებს, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა. მე უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა დავარწმუნე გერმანიის სრულ მხარდაჭერაში, ომის დანაშაულების მოგვარებაში: პოლიტიკური, ფინანსური და აშ. თვალსაზრისით", - წერს მინისტრი.

ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ ბუჩა წარმოუდგენელი დანაშაულების, წამების, გაუპატიურებისა და მკვლელობების სიმბოლო გახდა.

,,ჩვენ არ შეგვიძლია, გადარჩენილებს ტკივილი მოვხსნათ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სამართლიანობის უზრუნველსაყოფად ყველაფერი გავაკეთოთ: არავის უნდა სჯეროდეს, რომ მათ დანაშაულის ჩადენა შეუძლიათ, შედეგის გარეშე", - აღნიშნა ბერბოკმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა