„აზოვის“ პოლკი - მებრძოლები არიან სრულ ანტისანიტარიაში ღია ჭრილობებით, შესაბამისი მედიკამენტებისა და საკვების გარეშე

მარიუპოლის დაჭრილ მებრძოლებს თვითგადარჩენა მედიკამენტების გარეშე და ანტისანიტარიის პირობებში უწევთ. „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი დამცველების ფოტოები „აზოვის“ პოლკმა გაავრცელა.

„მთელმა ცივილიზებულმა მსოფლიომ უნდა ნახოს ის პირობები, რომელშიც იმყოფებიან დაჭრილი და დასახიჩრებული დამცველები და იმოქმედონ! მებრძოლები არიან სრულ ანტისანიტარიაში ღია ჭრილობებით, გადახვეული არასტერილური ბინტის ნარჩენებით, შესაბამისი მედიკამენტებისა და საკვების გარეშე“, - განაცხადეს „აზოვში“.

სამხედროებმა გაეროსა და წითელ ჯვარს მიმართეს მოთხოვნით „აჩვენონ მათ ჰუმანურობა და დაამტკიცონ ის ძირეული პრინციპები, რომლებზეც ისინი შეიქმნა“ და გადაარჩინონ დაშავებული ადამიანები, რომლებიც აღარ იღებენ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში.

„სამხედრო მოსამსახურებმა, რომლებსაც თქვენ ფოტოებზე ხედავთ და კიდევ ასობით სხვამ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე - მძიმე დაზიანებებით, თავისი სიცოცხლის ფასად, დაიცვეს უკრაინა და მთელი ცივილიზებული სამყარო“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა