სოზარ სუბარი - როდესაც  ეკა გიგაური გაუგებარ განცხადებას აკეთებს, მას კი უკრაინაში მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები მოჰყვება, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება უნდა დაყადაღდეს, ალბათ, რაღაც კავშირები უნდა ვიგულისხმოთ

როდესაც საქართველოში “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური აბსოლუტურად გაუგებარ განცხადებას აკეთებს, მას კი უკრაინაში მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები მოჰყვება, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება უნდა დაყადაღდეს, ალბათ რაღაც კავშირები უნდა ვიგულისხმოთ, - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ ლიდერმა სოზარ სუბარმა გააკეთა.

უმრავლესობის დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთიდან ვხედავთ და ბევრი ადამიანის მცდელობა ერთმანეთთან გადაჯაჭვულია.

სუბარის შეფასებით, შვეიცარიული ბანკები მსოფლიოში ყველაზე მაღალი სანდოობით გამოირჩევიან, “ხოლო ის, რაც შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-სა და ბიძინა ივანიშვილის საქმეში მოხდა, წარმოუდგენელი და ყველა ზღვარს გადასულია“.

“ვლაპარაკობ იმაზე, რაც მრავალი წლის წინ მოხდა, როდესაც ამ ბანკიდან თითქმის ერთი მილიარდი დოლარი მოიპარეს. ვინც მოიპარა, თანამშრომელი იყო, ციხეში ჩაჯდა და პრაქტიკულად ბანკის მხრიდან რეაგირება არ იყო, ვიდრე ბიძინა ივანიშვილმა სასამართლო არ მოიგო. დღეს, როდესად ივანიშვილმა სასამართლო მოიგო, ბანკმა აღიარა, რომ ფული ნამდვილად ეკუთვნის - ლაპარაკია 600 მილიონ დოლარზე - აღმოჩნდა, რომ მოთხოვნის მიუხედავად, თანხების გადარიცხვა ან არ ხდებოდა ან ხდება ძალიან დიდი - ერთთვიანი დაგვიანებით, რაც წარმოუდგენელია, როდესაც საუბარია სანდო და სერიოზულ ბანკზე. ამიტომ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, ხომ არ არის ეს ყველაფერი დაკავშირებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან, როცა მსგავსი განცხადება ბანკის მხრიდანაც გაკეთდა.

ერთმანეთთან ბევრი რამის დაკავშირება შეიძლება - ეს არის ქართული ოპოზიციის მუდმივი მცდელობა, საქართველო ჩაერთოს ომში რუსეთის წინააღმდეგ. უფრო უცნაური არის ის, რომ ამ გაშმაგებულ მცდელობებს მხარს უჭერს და ამ საქმეში არანაკლებ აქტიურობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ზოგიერთი ტელევიზია. როდესაც უკრაინის მაღალი თანამდებობის პირები იგივეს აკეთებენ, თითქოს ერთის მხრივ გასაგებია, მაგრამ გაუგებარია, რატომ ხდება ასეთი ზეწოლა და მოთხოვნა მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში.

კიდევ ერთი უცნაურობა არის ის, რომ ამ ყველაფერს მხარს ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი უბამს - ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ილვესი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, დეივიდ კრამერი. ძალიან აქტიურობენ და აკეთებენ განცხადებებს, რომელიც მიმართულია საქართველოს ომში ჩართვის მცდელობისაკენ. ამას ემატება ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის, მაგალითად გიორგი ვაშაძის განცხადება, რომელიც ვაშინგტონიდან აცხადებს, რომ აშშ-ში ჩამოყალიბებულია პოლიტიკური სპექტრი, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს. ეს ძალიან უცნაური და არასწორი განცხადებაა და არის ტყუილი, რადგან ვაშინგტონიდან მსგავსი სიგნალი არ არის, მაგრამ ასეთი განცხადებები საქართველოში გარკვეულ ამომრჩეველზე გავლენას ახდენს და შეიძლება ანტიამერიკულ განწყობებს აღვივებდეს - ამიტომ კარგი იქნება, ვაშაძემ დაასახელოს, ვინ არის პოლიტიკოსი, ვინც ამას ამბობს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა