მარიო დრაგიმ და ჯო ბაიდენმა შეხვედრაზე ტრანსატლანტიკურ ერთიანობას გაუსვეს ხაზი

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე ტრანსატლანტიკურ ერთიანობას ხაზი გაუსვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას Agence France-Presse ავრცელებს.

„ჩვენს ორ ქვეყანას შორის კავშირები ყოველთვის ძლიერი იქნება და უკრაინის ომმა ისინი უფრო ძლიერი გახადა. ვლადიმერ პუტინი ფიქრობდა, რომ მას შეეძლო ჩვენი გაყოფა. მან ეს ვერ შეძლო, ჩვენ ერთად ვდგავართ“, - განუცხადა დრაგიმ ბაიდენს.

„პუტინს სჯეროდა, რომ მას შეეძლო ჩვენი გაყოფა, მაგრამ ჩვენ ყველანი გავძლიერდით“, - დასძინა თეთრი სახლის ლიდერმა.

დრაგიმ ასევე პირობა დადო, რომ რისკების მიუხედავად მხარს დაუჭერს ევროკავშირის ნებისმიერ სანქციებს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე.

მედიის ცნობით, რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულებისა და ოფიციალური რომის მოსკოვთან ტრადიციულად მეგობრული კავშირების მიუხედავად, უკრაინაზე თავდასხმის გამო, დრაგის მთავრობა რუსეთის დასჯის მცდელობების მტკიცე მხარდამჭერია.

როგორც მედია წერს, დასავლელ მოკავშირეებთან ერთად, რომმა კიევს იარაღი გაუგზავნა, თუმცა დრაგის ეროვნული თანხმობის მთავრობაში ამ ნაბიჯის მიმართ მზარდი უკმაყოფილებაა.

აღსანიშნავია, რომ იტალიის ბუნებრივი გაზის იმპორტის 40 პროცენტი ამჟამად რუსეთიდან მოდის.

შეგახსენებთ, ევროკავშირი ამჟამად რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივ აკრძალვას განიხილავს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი