ბელარუსი უკრაინის საზღვართან სპეცრაზმს განათავსებს

ბელარუსის შეიარაღებული ძალები უკრაინის საზღვართან სპეცრაზმს განათავსებენ, რადგან „აშშ და მისი მოკავშირეები აგრძელებენ სამხედრო ყოფნის გაზრდას სახელმწიფო საზღვრებზე“, - ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვიქტორ გულევიჩმა განაცხადა.

„ბელარუსის რესპუბლიკის სამხრეთის მიმართულებით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სპეცოპერაციების ძალების ქვედანაყოფების ძალების განლაგება სამი ტაქტიკური მიმართულებით ხდება“, - აღნიშნულია გულევიჩის განცხადებაში.

მისი თქმით, უკრაინელებმა ბელარუსის საზღვართან 20 000 კაციანი ჯარი შექმნეს, რასაც ბელარუსისგან „პასუხი სჭირდება".

„ხმელთაშუა და ბალტიის ზღვების წყლებში საზღვაო და საჰაერო ფრთოსანი რაკეტების გადამტანი ჯგუფის გამოჩენა, პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნებში საავიაციო ჯგუფის ზრდა მიუთითებს ბელარუსის რესპუბლიკის წინაშე არსებულ მზარდ საფრთხეზე,”- ნათქვამია განცხადებაში.

ვიქტორ გულევიჩის განმარტებით, სწრაფი რეაგირების ძალების შემოწმების მეორე ეტაპის ფარგლებში, დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ოპერატიულ მიმართულებებზე გაიგზავნა ბატალიონ-ტაქტიკური ჯგუფები.

„მათ გასაძლიერებლად წინ მიიწევს საჰაერო თავდაცვის, სარაკეტო ძალები და საარტილერიო დანაყოფები, რათა უზრუნველყონ მათი საბრძოლო ფუნქციონირება“, - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:ბელარუსი უკრაინის საზღვართან სპეცრაზმს განათავსებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა