ვოლოდიმირ ზელენსკი - ხარკოვის ოლქიდან კარგი ამბავი მოგვაწოდეს: ოკუპანტებს თანდათან აშორებენ ხარკოვს

საერთაშორისო ექსპერტთა სპეციალურმა ჯგუფმა, მაიკლ მაკფოლისა და ანდრიი ერმაკის თავმჯდომარეობით, ენერგეტიკული სანქციების საგზაო რუკა შემოგვთავაზა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის დეტალური დოკუმენტი, რომელიც აღწერს, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ „რუსეთს მართლაც გაურთულდეს ამ ომის დაფინანსება, მაგრამ ამავდროულად გლობალურმა ეკონომიკამ ზარალი არ განიცადოს რუსული ენერგორესურსების შეზღუდვის გამო.“

ამასთან, მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები რუს ოკუპანტებს თანდათან აძევებენ ხარკოვიდან.

„ჩვენი სახელმწიფოს შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქიდან კარგი ამბავი მოგვაწოდეს: ოკუპანტებს თანდათან აშორებენ ხარკოვს. მადლობელი ვარ ჩვენი ყველა დამცველის, რომელიც ნამდვილად ზეადამიანურ ძალას ავლენს დამპყრობელთა არმიის განდევნისთვის - ოდესღაც მეორე ყველაზე ძლიერი არმიის მსოფლიოში,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებს უკრაინის მიწის და ჩვენი ხალხის გასათავისუფლებლად.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებს ჩვენი მიწის და ჩვენი ხალხის გასათავისუფლებლად, ჩვენი ყველა ქალაქის - ხერსონის, მელიტოპოლის, ბერდიანსკის, მარიუპოლის და ყველა სხვა ქალაქის გასათავისუფლებლად,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს