რუსულმა ძალებმა ლუგანსკში სკოლა-ინტერნატი დაბომბეს

რუსმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის სკოლა-ინტერნატი დაბომბეს, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობდნენ, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

„რუსებმა გორსკის დასახლებას ცეცხლი გაუხსნეს. მათ დაარტყეს სკოლის შენობას, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობდნენ. საბედნიეროდ, სკოლის მოსწავლეების ევაკუაცია წინასწარ განვახორციელეთ,“- აღნიშნა გაიდაიმ.

მისი თქმით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ოლქის საცხოვრებელ უბნებსა და ინფრასტრუქტურას ცეცხლი 15-ჯერ გაუხსნეს, რის შედეგადაც სევეროდონეცკში მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა. ამასთან, მეორე დღეა არ მიეწოდება ელექტროენერგია.

თავდასხმის შედეგად ვრუბოვკაში დაზიანდა ექვსი საცხოვრებელი კორპუსი. რუბეჟნოეში - სამი მაღალსართულიანი შენობა, ლისიჩანსკში - ორი. სევეროდონეცკში - სასტუმროს შენობა და ერთი მაღალსართულიანი შენობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა