უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 26 350 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსეთის 1187 ტანკი, 2856- ჯავშანტექნიკა, 528 - საარტილერიო სისტემა, 185-სარაკეტო სისტემა, 87 - ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, 199 - თვითმფრინავი, 160- ვერტმფრენი, 1997 - საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 12- გემი/კატერი, 390 - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 41 - სპეციალური აღჭურვილობა.