ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დამატებით 40 მილიარდი დოლარის დახმარების შესახებ კანონის დამტკიცებას ეხმაურება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დამატებით 40 მილიარდი დოლარის დახმარების შესახებ კანონის დამტკიცებას „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.

უკრაინის პირველმა პირმა აშშ-ის პალატის სპიკერ ნენსი პელოსის და უკრაინის მეგობრებს მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდი ნენსი პელოსის და უკრაინის ყველა მეგობარს ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებული კანონის, ჩვენი სახელმწიფოსთვის დამატებითი ფინანსური დახმარების შესახებ, სწრაფი დამტკიცებისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით სენატის მიერ, ჩვენთვის ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვას“, - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 40 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება დაამტკიცა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა