სერგეი ვოლინა - მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს, უკრაინელი სამხედროების „ექსტრაქციის“ პროცედურაში დახმარებისკენ - მოგიწოდებთ, იბრძოლოთ მარიუპოლის გარნიზონისთვის!

თუ მსოფლიო ცივილიზაციას ჯერ კიდევ აქვს საერთო სულიერი ღირებულებები და იდეალები, თუ ადამიანებს შეუძლიათ იგრძნონ სხვისი ტკივილი და ტანჯვა, თუ დახმარების თხოვნა გვაიძულებს ვიმოქმედოთ, მაშინ მოგიწოდებთ, იბრძოლოთ მარიუპოლის გარნიზონისთვის! მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს, მოვუწოდებ ყველას, უკრაინელი სამხედროების „ექსტრაქციის“ პროცედურის დაწყებაში დახმარებისკენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„მე საზღვაო ქვეითი ვარ. საზღვაო ქვეითებმა მასწავლეს, როგორ მიყვარდეს უკრაინა გულწრფელად. მიყვარდეს ვაჟკაცურად და უშიშრად, იარაღით ხელში და უდიდესი საფრთხის მომენტებში, მიყვარდეს მამაცურად და უკომპრომისოდ! და სანამ გული მიცემს, ვიგრძნობ წმინდა და უპირობო სიყვარულს სამშობლოს მიმართ. სამშობლო ისაა, სადაც შვილს უყვარს დედა, ძმას უყვარს და, მამას კი შვილი! ამ სიყვარულს საზღვარი არ აქვს!

საზღვაო ქვეითები ჩემი ოჯახია. ესენი არიან უკრაინის დამცველები, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს დაუყოვნებლივ გასწირავენ სამშობლოსთვის. ესენი არიან ძმები, რომლებიც ყოველთვის თანაბრად იზიარებენ იმას, რაც დარჩათ, დახმარების ხელს უწვდიან ერთანეთს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საერთო სიყვარული დედა უკრაინის მიმართ!

ჩვენ ვიბრძვით...თუ მსოფლიო ცივილიზაციას ჯერ კიდევ აქვს საერთო სულიერი ღირებულებები და იდეალები, თუ ადამიანებს შეუძლიათ იგრძნონ სხვისი ტკივილი და ტანჯვა, თუ დახმარების თხოვნა გვაიძულებს ვიმოქმედოთ, მაშინ მოგიწოდებთ, იბრძოლოთ მარიუპოლის გარნიზონისთვის! მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს, მოვუწოდებ ყველას, უკრაინელი სამხედროების „ექსტრაქციის“ პროცედურის დაწყებაში დახმარებისკენ“, - წერს სერგეი ვოლინა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს