გუბერნატორი - ხარკოვის გათავისუფლებულ დასახლებებში განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს, მტერმა დანაღმა ყველაფერი: სკოლები, საბავშვო ბაღები და სახლები

შეიარაღებული ძალების წარმატებული მოქმედებებისა და ხარკოვის რამდენიმე დასახლებული პუნქტის განთავისუფლების წყალობით, ახლა შედარებით სიმშვიდეა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი ოლეგ სინიგუბოვი „ტელეგრამში“ იუწყება.

„სიფხიზლის დაკარგვა ჯერ არ შეიძლება. უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად და არ იმოძრაოთ ქუჩაში ზედმეტად. ასევე საშიშია ახლახან გათავისუფლებულ დასახლებებში დაბრუნება. მტერმა მთლიანად დანაღმა ყველაფერი, მათ შორის სკოლები, საბავშვო ბაღები და კერძო სახლები“, - აცხადებს გუბერნატორი.

მისი თქმით, სპეცსამსახურები განაღმვით სამუშაოებს ატარებენ.

„ამჟამად სპეცსამსახურები განაღმვით სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე მიმდინარეობს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა, პირველ რიგში გაზისა და ელექტროენერგიის. ხარკოვის რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია,“- აცხადებს ოლეგ სინიგუბოვი.

მისი თქმით, „ფიქსირდება ოკუპანტების მიერ ჩადენილი ყველა სამხედრო დანაშაული, რაც მტრის არაადამიანურ ბუნებას ადასტურებს“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო