რუსული მედია - რუსეთი უკრაინიდან ჩაყვანილი მოქალაქეებისთვის „დროებითი განსახლების ცენტრების“ გახსნას განაგრძობს

რუსეთმა უკრაინიდან და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიდან მოქალაქეების მისაღებად კიდევ ცხრა დროებითი განსახლების ცენტრი გახსნა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსეთის 53 რეგიონში 523 დროებითი განსახლების ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც 34 140 ადამიანი, მათ შორის 11 790 ბავშვი, არის განთავსებული.

როსტოვის ოლქში, რომელიც უკრაინელებისთვის რუსეთში "შესასვლელი მთავარი კარიბჭეა" 66 ცენტრი მოქმედებს.

შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთი იძულებით ასახლებს ადამიანებს მარიუპოლიდან და დონბასის სხვა რაიონებიდან, რაც ომის დანაშაულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო