ანტონიო გუტერეში უკრაინაში ომზე - დადგება დრო, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართება, მაგრამ მე ვერ ვხედავ, რომ ეს იქნება უახლოეს მომავალში

გაერო-ს გენერალურმა მდივნმა, ანტონიო გუტერეშმა ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დადგება დრო, როდესაც უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპაკებები იქნება, მაგრამ ის ვერ ხედავს, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

გუტერეშმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე შეუძლია ერთი რამ თქვას, რომ ისინი არასოდეს დათმობენ.

„ეს ომი სამუდამოდ არ გაგრძელდება. დადგება დრო, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართება. მე ვერ ვხედავ, რომ ეს იქნება უახლოეს მომავალში, მაგრამ მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არასოდეს დავთმობთ“, - განაცხადა გუტერეშმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს