უკრაინის გენერალური შტაბი - რუსეთის მიზანია კიევის აღება, იქ ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ფორმირება და რუსეთისთვის მიერთება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის მიზანია კიევის აღება, ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ფორმირება და რუსეთის შემადგენლობაში შეყვანაა. ამის შესახებ გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსეი გრომოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„მოწინააღმდეგის შესაძლო თანმიმდევრული ქმედებებად ჩვენ განვიხილავთ მის მცდელობას კონტროლი დაამყაროს ოდესის, მიკოლაევის და ნაწილობრივ ზაპოროჟიეს ოლქებზე, შექმნას სახმელეთო დერეფანი მოლდოვას დნესტრისპირეთის რეგიონში, დაიკავოს ცენტრალური უკრაინის ტერიტორია, აიღოს კიევი, მოაწყოს არჩევნების ინსცენირება საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში პრორუსული ძალების მოყვანით, ახალი სახელმწიფო წარმონაქმნის ფორმირება, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში იქნება შეყვანილი. ამგვარად, მოწინააღმდეგე გააგრძელებს მცდელობას, მიაღწიოს თავისი სტრატეგიული პოლიტიკური მიზანი, მაგრამ ეს მხოლოდ მათი აზრებია, არსებობს ჩვენი წინააღმდეგობა“, - განაცხადა გრომოვმა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა