ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელი ხალხისთვის ომი დასრულდება მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენსას დავიბრუნებთ - ჩვენ ზედმეტი არ გვჭირდება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ დაწყებული ომი დასრულდება მაშინ, როდესაც უკრაინა დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს, ადამიანებს, მშვიდობას, თავისუფლებას და არჩევანის უფლებას. ამის შესახებ მან ფრანგული უნივერსიტეტების სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა.

„უკრაინელი ხალხისთვის ომი დასრულდება მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენსას დავიბრუნებთ. ეს სიმართლეა. ღიად ვამბობ: ჩვენ ზედმეტი არ გვჭირდება. გვსურს დავიბრუნოთ მშვიდობა ჩვენ სახელმწიფოში, ჩვენ მიწაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინელებს სურთ დაიბრუნონ თავისი მიწა, ადამიანები, თავისუფლება და არჩევანის უფლება.

„რუსეთს თანმიმდევრობით მიჰქონდა ყველა ჩვენი უფლება: უფლება ჩვენ მიწაზე, არჩევანზე და საბოლოოდ მივედით სიცოცხლის უფლებამდეც. ჩვენ ახლა სიცოცხლისთვის ვიბრძვით სიცოცხლის დაკარგვით“ , - აღნიშნა ზელენსკიმ.

მანვე განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთი დაჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან და „შეიგნოს სასჯელის გარდაუვალობა და მათი ნაბიჯების დიდი ცდომილება, რაც გამოიწვევს და უკვე მიგვიყვანს კატასტროფულ მომავლამდე მათი კულტურის, ცნობიერებისა და მათი სახელმწიფოსთვის, მაგრამ ეს მათი გადაწყვეტილება იყო" , - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს უნდა იყოს სწორედ დიალოგი და არა ულტიმატუმი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა