"აზოვის" მეთაურის მოადგილე აცხადებს, რომ "აზოვსტალის" ქარხანა სავარაუდოდ, ყველა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა

მარიუპოლში, ალყაში მოქცეულ "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში მყოფ უკრაინის აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილეს, კაპიტან სვიატოსლავ პალამარს სჯერა, რომ მასიურ ობიექტზე მშვიდობიანი მოქალაქეები აღარ იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„თუ თქვენ თავად "აზოვსტალის" ქარხანაზე საუბრობთ, მაშინ მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლის შესახებაც ჩვენ ვიცოდით, მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც ჩვენთან გვყავდა, მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებზეც ჩვენ ვზრუნავდით, ჩვენთან აღარ არიან. მათ ქარხნის დატოვება მოახერხეს. დანამდვილებით ვერ გეტყვით, შესაძლოა, ამ ტერიტორიაზე კიდევ არის ვინმე, რადგან არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ მოსულა და არ ჰქონია წვდომა, რომ სიტუაცია შეაფასოს“, - განუცხადა პალამარმა CNN-ს.

მანვე დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო, რათა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ ფოლადის ქარხანაში სიტუაციის სათანადო შესაფასებლად შესვლა შეძლოს.

ეკატერინე ციმაკურიძე - როცა ტელევიზიის ხელმძღვანელს ასამართლებენ სრულიად არადამაჯერებელი მართლმსაჯულებით, ეს ნამდვილად არაა დასავლური მისწრაფება, ხელისუფლება კი ამბობს, რომ აქვს ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ საქმით სხვა რამეს ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
მუსიკათერაპია, როგორც ბედნიერების ტრენინგი
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო