უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტები, უკრაინელი დამცველების განადგურების მიზნით, „აზოვსტალზე“ საჰაერო დარტყმებს არ წყვეტენ

მოწინააღმდეგე „აზოვსტალზე“ საჰაერო დარტყმებს არ წყვეტს,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„მარიუპოლში დამპყრობლების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია „აზოვსტალის“ ქარხნის მიდამოებში ჩვენი შენაერთების დაბლოკვასა და განადგურებაზე. მტერი არ წყვეტს საჰაერო დარტყმებს", - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

მათივე ცნობით, რუსული ძალები არ წყვეტენ შეტევით ოპერაციებს აღმოსავლეთის ოპერაციული ზონაში, რათა დაამყარონ სრული კონტროლი დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის ოლქების ტერიტორიაზე და შეინარჩუნონ სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან.

„დონეცკის მიმართულებით რუსული ქვედანაყოფები ცდილობენ განავითარონ შეტევითი ოპერაციები ლიმანის, სევეროდონეცკის, ბახმუტის, ავდიივკასა და კურახივის მიმართულებით. მთავარ ამოცანად რჩება რუბეჟნოეზე სრული კონტროლის დამყარება, ლიმანისა და სევეროდონეცკის აღება.

ლიმანის მიმართულებით, მტერმა გადალახა მდინარე სივერსკი დონეცი, რათა განეხორციელებინა შეტევა. სივერსკის მიმართულებით შეტევა ხორციელდება ზელენა დოლინას და ნოვოსელივკას მიმართულებით. ბრძოლა გრძელდება.

სევეროდონეცკის მიმართულებით მოწინააღმდეგე ნაწილობრივ წარმატებით მიიწევს კუდრიაშივკას მიმართულებით. ბახმუტის მიმართულებით მტერი შტურმით უტევს პერვომაისკსა და კომიშუვახას. ბრძოლა გრძელდება. ავდიივკას მიმართულებით მტერი შტურმით უტევს ნოვობახმუტივკასა და ნოვოკალინოვს. კურახივის მიმართულებით მოწინააღმდეგე მიიწევს სტეპნე - ნოვომიხაილივკის, სლავნე - ნოვომიხაილივკის და ოლექსანდრივკას - მარინკას მიმართულებებით. ბრძოლა გრძელდება,“- აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.

მათივე ცნობით, უკრაინულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე ცხრა შეტევა მოიგერიეს. გაანადგურეს 8 ტანკი, 6 ერთეული ჯავშანტექნიკა, 5 მანქანა და ერთი საზენიტო დანადგარი.

ამასთან, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა