რუსი ოკუპანტების მიერ ნოვგოროდ-სევერსკზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა 14 კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ნოვგოროდ-სევერსკის საქალაქო საბჭო ავრცელებს.
საბჭოს თავმჯდომარის ლუდმილა ტკაჩენკოს განმარტებით, ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და მისი სხვა საავადმყოფოში გადაყვანა არ შეიძლება. მისივე ინფორმაციით, მსუბუქად დაშავებულებს ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობენ.
„მტრის სამიზნე სკოლები იყო, ამავდროულად სხვადასხვა ხარისხითაა დაზიანებული კულტურის სახლი, საავადმყოფო, საერთო საცხოვრებელი, სამედიცინო კოლეჯი“,- განაცხადა ტკაჩენკომ.
ცნობისთვის, ჩერნიგოვის ოლქში ქალაქ ნოვგოროდ-სევერსკის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რამდენიმე საჰაერო დარტყმა წუხელ განხორციელდა.