უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - რუსეთის დანაშაულების სია უსასრულოა, მხოლოდ სოლიდარულ სამყაროს შეუძლია დაამარცხოს ნამდვილი ბოროტება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ემინე ჯაპაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი ახორციელებს ,,ბოლო ათწლეულის განმავლობაში ადამიანის უფლებების ყველაზე შემზარავ დარღვევებს ევროპის კონტინენტზე". ამის შესახებ მან ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საგანგებო სხდომაზე, სადაც უკრაინაში რუსული ჯარების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს განიხილავენ, ვირტუალური ჩართვისას ისაუბრა.

,,ეს იყო საშინელებათა 10 კვირა ჩემი ქვეყნის ხალხისთვის. წამება და იძულებითი გაუჩინარება, სექსუალური და გენდერული ძალადობა, რუსეთის დანაშაულების სია უსასრულოა. მხოლოდ უკრაინელ ხალხთან სოლიდარულ სამყაროს შეუძლია დაამარცხოს ეს ნამდვილი ბოროტება", - განაცხადა ჯაპაროვამ.

ჯაპაროვამ საზოგადოებას უჩვენა ფურცელი, რომელზეც 11 წლის ბიჭის მიერ დახატული შავი ხაზები იყო. მისი თქმით, იგი დედის თვალწინ გააუპატიურეს და ის ახლა მხოლოდ ნახატებით ურთიერთობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა