რუსეთი უკრაინაში ამერიკის ლაბორატორიებთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს

რუსეთმა 13 მაისს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა მოითხოვა. რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული უკრაინაში ამერიკის ლაბორატორიების სამხედრო ბიოლოგიურ პროგრამებს უკავშირდება.

როგორც გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, რუსეთი ახალ მტკიცებულებებს წარადგენს.

„ჩვენ მოვითხოვეთ გაეროს უშიშროების საბჭოს ღია სხდომის გამართვა, რათა წარმოვადგინოთ ახალი მტკიცებულებები სამხედრო ბიოლოგიურ პროგრამებზე, რომლებიც ტარდება ამერიკის ლაბორატორიებში უკრაინაში. სხდომა ნიო-იორკის დროით, 10:00 საათზე გაიმართება“, - წერს პოლიანსკი „ტელეგრამ არხზე“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო