უკრაინული მედია - რუსულ გემზე  „ნეპტუნით“ შეტევა განხორციელდა

რუსულ გემზე უკრაინის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „ნეპტუნით“ შეტევა განხორციელდა.

„უნიანის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტი სერგეი ვისოცკი წყაროებზე დაყრდნობით „ფეისბუკის“ გვერდზე წერს.

„ახლახანს დამიდასტურეს წყაროებმა. ჩვენმა „ნეპტუნმა“ ღამით გაანადგურა კიდევ ერთი რუსული გემი“, - წერს ჟურნალისტი.

რუსეთის კიდევ ერთი ხომალდის დაკარგვის შესახებ მონაცემებს შეიცავს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის შემაჯამებელი მონაცემებიც.

ვისოცკის ინფორმაციით, საუბარია ხომალდ „ელბრუისის“, ან „ვსევოლოდ ბობროვის“ განადგურებაზე, რადგან რუსეთს ასეთი ტიპის გემი მხოლოდ ორი ჰყავს.

გემით კუნძულ ზმეინიმდე სამხედრო მომარაგება მიჰქონდათ, მათ შორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები.

„რუსეთი ცდილობს დაფაროს „ჩვენი ნეპტუნით“ კიდევ ერთი გემის განადგურების ფაქტი! მაგრამ არ გამოუვათ“ , - წერს ვისოცკი.

კიდევ ერთი მედიასაშუალების მთავარი რედაქტორი ანდრეი კლიმენკო წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს „ვსევოლოდ ბობროვი“, რომელიც, მისი თქმით, ახალი გემია, რომელიც რუსეთმა ბალტიის ზღვაში 7 იანვარს გადაისროლა.

მისივე ინფორმაციით, შეტევის შედეგად, გემი დაიწვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა