დმიტრო კულება გაეროს რეზოლუციას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ბარბაროსული დანაშაულის ჩამდენი პირები დაისჯებიან“

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ რეზოლუციის მიღებას ,,ტვიტერის" გვერდზე ეხმაურება.

კულებას თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე დანაშაულების ჩამდენი პირები დაისჯებიან.

,,მივესალმები გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის მიღებას, რომელიც აძლიერებს რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიებას ახლახან გათავისუფლებულ უკრაინის ტერიტორიებსა და მარიუპოლში. ამ ბარბაროსული დანაშაულის ჩამდენი პირები დაისჯებიან", - წერს კულება.

შეგახსენებთ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საგანგებო სხდომაზე დღეს, რუსეთის მიერ, უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო