UNICEF - მხოლოდ აპრილში უკრაინაში 100-მდე ბავშვი მოკლეს, თუმცა ფაქტობრივი ციფრები შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს

UNICEF–ი ადასტურებს, რომ მხოლოდ აპრილში, უკრაინაში, 100-ამდე ბავშვია მოკლული, თუმცა ფაქტობრივი ციფრები შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, ვინაიდან, კონფლიქტმა ბავშვთა დაცვის სფეროში კრიზისი გამოიწვია.

„მხოლოდ გასული თვის განმავლობაში გაერომ დაადასტურა, რომ დაახლოებთ, 100 ბავშვია მოკლული და ჩვენ მივიჩნევთ, რომ ფაქტობრივი ციფრები, შესაძლოა, უფრო მეტად მაღალია“, - განაცხადა „უნისეფის“ აღმასრულებელი დირერქტორის მოადგილემ ომარ აბდიმ.

თავისი გამოსვლის დროს მან განაცხადა, რომ კიდევ უფრო მეტი ბავშვი დაიჭრა და დაირღვა მათი უფლებები.

მისი თქმით, უკრაინაში ომი, როგორც ყველა ომი - ბავშვთა დაცვისა და მათი უფლებების მხრივ კრიზისია.

აბდის განცხადებით, თავდასხმა ხდება განათლებაზეც და სკოლებს სამხედრო მიზნებისთვის იყენებენ.

„გასული კვირის მონაცემებით, სულ მცირე, 15 სკოლა 89-დან - ანუ ყოველი მეექვსე სკოლა, რომლებიც მხარდაჭერილია „უნისეფის“ მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში, დაზიანდა ან დაინგრა ომის დაწყების დროიდან“ , - აღნიშნა აბდიმ და დასძინა, რომ ასობით სკოლა მთელ ქვეყანაში დაზარალდა მძიმე არტილერიის, ავიადარტყმებისა და სხვა იარაღიდან განხორციელებული აფეთქებების შედეგად.

„სკოლა - ეს არის სამაშველო რგოლი ბავშვებისთვის, განსაკუთრებით კონფლიქტის პირობებში. სკოლები - უსაფრთხო სივრცეა“ , - აღნიშნა UNICEF-ის მაღალჩინოსანმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ