მიხაილო პოდოლიაკი - კლასიკური ფარისეველი რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგაც გამოდის - მსოფლიოს აღარ აღელვებს ბარბაროსებისა და მოროდიორების აზრი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთი თავდაპირველად უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა, ახლა კი მისი ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგაც გამოდის, რაც კლასიკური ფაისევლობაა.

„ეს ამტკიცებს, რომ მოსკოვის სიტყვებს ფასი არც ქაღალდზე აქვს და არც მით უმეტეს, საუბრის დროს. კარგი ამბავი ისაა, რომ მსოფლიოს აღარ აღელვებს ბარბაროსებისა და მოროდიორების აზრი“, – წერს „ტვიტერში“ მიხაილო პოდოლიაკმა.

მანამდე გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვის პოზიცია უკრაინის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით შეიცვალა და ახლა ის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პოზიციის მსგავსია. „ახლა ჩვენი პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით უფრო ჰგავს პოზიციას, რომელიც ჩვენ გვაქვს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან მიმართებით“, – განაცხადა გაერო-ში რუსეთის ელჩის მოადგილემ. მისი თქმით, ევროკავშირი ლიდერია კიევისთვის იარაღის მიწოდებაში და რომ ამ თვალსაზრისით მოსკოვი ვერ ხედავს დიდ განსხვავებას ევროკავშირსა და ნატო-ს შორის. ამასთან, კითხვაზე, რა შემთხვევაში შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი, პოლიანსკიმ უპასუხა: „თუ ემუქრები ბირთვულ ძალას, ყველა ვარიანტი უნდა განიხილო“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა