ლიზ ტრასი - რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები მას შემდეგ უნდა მოიხსნას, რაც მთელი მისი ჯარი უკრაინას დატოვებს - პუტინი საკუთარ თავს მსოფლიოს მასშტაბით ამცირებს

რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოიხსნას, რაც მთელი მისი ჯარი უკრაინას დატოვებს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა ლიზ ტრასმა განაცხადა.

როგორც მან გერმანიაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მარცხი უნდა განიცადოს, რათა მისი შემდგომი აგრესიის პრევენცია მოხდეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„პუტინი საკუთარ თავს მსოფლიოს მასშტაბით ამცირებს“,- განაცხადა ლიზ ტრასმა და აღნიშნა, რომ პუტინს უკრაინაში შეჭრისგან არავითარი სარგებელი არ უნდა ჰქონდეს.

მან კოლეგებს მოუწოდა, გაიზარდოს უკრაინისთვის ნატოს სამხედრო აღჭურვილობაზე წვდომა.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს კიდევ ერთხელ დღეს შეხვდებიან თავის მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა