ვოლოდიმირ ზელენსკი - მე როგორც პრეზიდენტი, მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს, მაგრამ მხოლოდ მას, შუამავლების გარეშე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდეს და შუამავლების გარეშე ესაუბროს. ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა იტალიური ტელეკომპანია Rai 1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას უნდა ჰქონდეს დიალოგის და არა ულტიმატუმის ხასიათი.

„რაც შეეხება რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს, საკითხი ყოველდღიურად რთულდება. მე პირადად ასე მივიჩნევ, იმიტომ რომ ყოველდღე ხდება პატარა ქალაქების დეოკუპაცია უკრაინაში და ვხედავ დაცინვის, წამების, დახვრეტის კვალს, რომელიც რუსმა სამხედროებმა დატოვეს. და სწორედ ამიტომ რთულდება მოლაპარაკებების შესაძლებლობა“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უკრაინის საზოგადოებას მთელი 8 წლის განმავლობაში სურდა რუსეთის ფედერაციასთან საუბარი.

„ახლა საზოგადოება ამის მიმართ პოზიტიურად არ არის განწყობილი. მე როგორც პრეზიდენტი, მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს, მაგრამ მხოლოდ მას, შუამავლების გარეშე და დიალოგის პირიბით, არა ულტიმატუმის“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს