ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა არასოდეს აღიარებს დონბასის „ავტონომიას“, რომელსაც რუსეთი სთავაზობს ტერიტორიების მიტაცებით და ადამიანების მკვლელობით

უკრაინა არასოდეს აღიარებს დონბასის „ავტონომიას“, რომელსაც რუსეთი სთავაზობს ტერიტორიების მიტაცებით და ადამიანების მკვლელობით, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ Rai 1-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

”ახლა მათ აღიარეს დონბასის ტერიტორიები, როგორც ცალკეული რესპუბლიკები, რომლებიც არ არიან უკრაინის შემადგენლობაში. რუსეთმა განაცხადა, რომ დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ყველა დასახლება არის ”ჩვენი მიწა.” ახლა კი ისინი თითქოს ასუფთავებენ დონბასს ნაცისტებისაგან,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან დასძინა, რომ რუსეთი არ საუბრობდა რაიმე სახის ავტონომიაზე და წავიდა ტერიტორიის ასაღებად.

„ ჩვენ მათ ავტონომიას არასოდეს ვაღიარებთ “, - აღნიშნა ზელენსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა