ალექსეი რეზნიკოვი - უკრაინა ომის გრძელვადიან ფაზაში შედის

უკრაინამ აიძულა რუსეთი თავისი სამიზნეები ოპერატიულ და ტაქტიკურ დონემდე შეემცირებინა და ომის გრძელვადიან ფაზაში გადადის, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

"ახლა რომ მოვიგოთ, ჩვენ უნდა დავგეგმოთ რესურსები, თავიდან ავიცილოთ შეცდომები, დავაპროექტოთ ჩვენი ძალა ისე, რომ მტერი წინ ვერ დაგვიდგეს", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, 24 თებერვალს რუსეთის თავდასხმის შემდეგ, მოსკოვი ელოდა, რომ უკრაინა კაპიტულაციას მოახდენდა რამდენიმე დღეში და კრემლი დააარსებდა ახალ რუსულ სისტემას უკრაინაში.

თუმცა, რეზნიკოვის თქმით, „უკრაინის არმიამ და უკრაინის მთელმა მოსახლეობამ მოიგერიეს ოკუპანტები და ჩაშალეს მათი გეგმები“.

უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა საერთაშორისო დონეზეც.

„ჩვენ პარტნიორებისგან ვიღებთ მძიმე იარაღს. კერძოდ, ფრონტზე უკვე განლაგებულია ამერიკული 155 მმ-იანი M777 ჰაუბიცები. სამი თვის წინ, ეს შეუძლებლად ითვლებოდა“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა