გიული ალასანია - სამ დღეში პრემიერი ბრიუსელში მიბრძანდება, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანა მოჩვენებითია, რაც ბრიუსელისთვის გაკეთდა - აპირებენ ისევ ციხეში დაბრუნებას, სადაც უსათუოდ მოკვდება

სამ დღეში ჩვენი პრემიერი მიბრძანდება ბრიუსელში. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ საავადმყოფოში სააკაშვილის გადმოყვანა მოჩვენებითია - ვფიქრობ, ბრიუსელის მერე, აპირებენ ისევ ციხეში დაბრუნებას, სადაც სააკაშვილი უსათუოდ მოკვდება, თუ მანამდე არ მოხდა, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ალასანიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და ძალიან სუსტადაა.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის იგივე, ვერ ჭამს და შესაბამისად, არ ჭამს. არის ძალიან სუსტად, არაფერი შეცვლილა. აქ მოსვლამდე ვიყავი პოლონეთის საელჩოში და რაღაც მარტივი სცენარი დაიხატა ჩემთვის: კი გადმოიყვანეს ამ კლინიკაში, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ ეს არის დროებითი ღონისძიება. სამ დღეში ჩვენი პრემიერი მიბრძანდება ბრიუსელში, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ამ საავადმყოფოში მისი გადმოყვანა მოჩვენებითია, ეს ბრიუსელისთვის გაკეთდა. ვფიქრობ, რომ ბრიუსელის მერე, აპირებენ ისევ ციხეში უკან დაბრუნებას, სადაც უსათუოდ მოკვდება, თუ მანამდე არ მოხდა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე კლინიკაში, ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად არ შეუშვეს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო