დელიში საოფისე შენობაში ხანძარს სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის დედაქალაქ დელიში ოთხსართულიან საოფისე შენობაში ხანძრის გაჩენის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 - დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, როდესაც ხანძარი გაჩნდა, შენობაში 70-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციამ ადამიანები ფანჯრების ჩამტვრევის შედეგად, თოკების მეშვეობით გამოიყვანა.

როგორც BBC-ი იუწყება, ხანძარი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

ინდური მედიის ცნობით, ორი ადამიანია დაკავებული.

ყოველი გარდაცვლილის ოჯახს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი კომპენსაციის სახით 200 000 რუპიას (2580 დოლარი) დაჰპირდა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა