ომის შემსწავლელი ინსტიტუტი - უკრაინამ ხარკოვის ბრძოლა, სავარაუდოდ, მოიგო

უკრაინამ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის ბრძოლა, სავარაუდოდ მოიგო, - ამის შესახებ „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მიერ გამოქვეყნებულ კონფლიქტის უახლეს შეფასებაშია აღნიშნული.

„უკრაინულმა ძალებმა ხელი შეუშალეს რუსულ ჯარებს ალყაში მოქცევაში, რომ აღარაფერი ვთქვათ ხარკოვის ხელში ჩაგდებაში და შემდეგ განდევნეს ისინი ქალაქის შემოგარენიდან, როგორც ეს გაუკეთეს რუსეთის ჯარებს, რომლებიც ცდილობდნენ კიევის დაკავებას,”- აცხადებენ „ომის შემსწავლელ ინსტიტუტში”.

მათივე თქმით, რუსული ქვედანაყოფები “არ ცდილობდნენ დაეკავებინათ ტერიტორია უკრაინული ძალების კონტრშეტევის ფონზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა“.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” შეფასებით, რუსულ ძალებს არავითარი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ იზიუმიდან სახმელეთო შეტევის მცდელობისას. მათივე ინფორმაციით, რუსეთის მთავარი ძალისხმევა მიმართული იყო ლუგანსკში ქალაქების სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევაზე.

„რუსულ ძალებს, რომლებიც პოპასნიადან ჩრდილოეთისკენ ახორციელებდნენ თავდასხმას, ბოლო 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ, ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით მოსულმა რუსულმა ძალებმა ვერ გადალახეს მდინარე სევერსკი დონეცი და დამანგრეველი დანაკარგები მიიღეს მცდელობების დროს. რუსებს შესაძლოა არ ჰქონდეთ საკმარისი დამატებითი ახალი საბრძოლო ძალა ამ დანაკარგების ასანაზღაურებლად და შეტევის საკმარისად დიდი მასშტაბით გასაგრძელებლად, რათა დაასრულონ ალყაში მოქცევა, თუმცა ისინი, სავარაუდოდ, გააგრძელებენ მცდელობას, ეს გააკეთონ,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო