ბრიტანეთის დაზვერვა - ის ფაქტი, რომ რუსეთმა ხერსონში მხოლოდ პრორუსული ადგილობრივი ხელმძღვანელობის დაწესება მოახერხა, ხაზს უსვამს, რომ უკრაინაში შეჭრამ პოლიტიკური მიზნების განხორციელების კუთხით მარცხი განიცადა

რუსეთის მიერ დაწესებულმა სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციამ სამხრეთ უკრაინის ქალაქ ხერსონში გამოაცხადა, რომ რუსეთს ოლქის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანის თხოვნით მიმართავს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე განცხადებით, რუსეთის შეჭრის თავდაპირველი გეგმის „ცენტრალური ნაწილი" „დიდი ალბათობით" იყო „გაყალბებული რეფერენდუმების" უკრაინის ტერიტორიების კონტროლქვეშ მოქცევისთვის გამოყენება.

„ის ფაქტი, რომ რუსეთმა მხოლოდ პრორუსული ადგილობრივი ხელმძღვანელობის დაწესება მოახერხა ხერსონში, ხაზს უსვამს, რომ უკრაინაში შეჭრამ პოლიტიკური მიზნების განხორციელების კუთხით მარცხი განიცადა.

თუ რუსეთი ხერსონში რეფერენდუმს ჩაატარებს, ის მანიპულაციას მოახდენს შედეგებით, იმისთვის, რომ აჩვენოს, უკრაინის შემადგენლობის დატოვებას მხარს აშკარა უმრავლესობა უჭერს. ხერსონის ოლქის მოქალაქეები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ თავიანთი წინააღმდეგობის დემონსტრირებას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა