უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, „აზოვსტალიდან“ 60 ადამიანის გამოყვანაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს

უკრაინა „აზოვსტალიდან“ 60 ადამიანის დახსნაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს და არა 38-ის, როგორც ადრე იყო ნათქვამი, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია მედიკოსებსა და მძიმედ დაჭრილ ჯარისკაცებზე.

„რამდენიმე ასეული დაჭრილია, პირველ რიგში, მათი გადარჩენაა საჭირო, რადგან რუსები ყველაფერზე ერთბაშად არ თანხმდებიან. ჯერ მძიმედ დაჭრილები და ექიმები, 60 ადამიანია“, - განაცხადა ვერეშჩუკმა.

შეგახსენებთ, გუშინ ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან სამხედროების ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკებები თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა