უკრაინელი დეპუტატი - ფრონტზე ახლა ჯოჯოხეთია, უფრო მეტ ადამიანს ვკარგავთ, ვიდრე ომის დასაწყისში

ბრძოლის ველზე მდგომარეობა ბევრად უარესია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო, - ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ოლექსანდრა უსტინოვამ ვაშინგტონში, გერმანიის მარშალის ფონდის მიერ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ფრონტის ხაზზე ახლა ჯოჯოხეთია. ახლა უფრო მეტ ადამიანს ვკარგავთ, ვიდრე ომის დასაწყისში,” - აღნიშნა დეპუტატმა.

მან შეერთებულ შტატებს მოუწოდა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები და მოიერიშე თვითმფრინავები მიაწოდონ.

ამასთან, შეხვედრაზე უკრაინელმა სამოქალაქო საზოგადოების წამყვანმა აქტივისტმა დარია კალენიუკმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა ომს საბჭოთა აღჭურვილობით ვერ მოიგებს.

„ჩვენ ვერ მოვიგებთ ამ ომს საბჭოთა აღჭურვილობით, რადგან ა) რუსეთს აქვს ბევრად მეტი საბჭოთა ტექნიკა, ბ) ჩვენ ამისთვის საბრძოლო მასალას ვერსად ვერ ვშოულობთ და გ) რუსეთს მეტი ხალხი და ჯარი ჰყავს“, - აღნიშნა უკრაინელმა სამოქალაქო აქტივისტმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს