უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, უკრაინელმა ჯარისკაცებმა 27 200 რუსი სამხედრო მოკლეს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 27 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემებით, დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა ერთ დღეში 300-ით გაიზარდა.

მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსეთის 1218 ტანკი, 2934 - ჯავშანტექნიკა, 551 - საარტილერიო სისტემა, 195-სარაკეტო სისტემა, 88 - ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, 200 - თვითმფრინავი, 163- ვერტმფრენი, 2059 - საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 13- გემი/კატერი, 411- ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 42 - სპეციალური აღჭურვილობა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს