ლუდმილა დენისოვა - უკრაინის სამხრეთით ხანძარია, უნიკალურ დაცულ ტერიტორიაზე ვითარება კატასტროფული ხდება

უკრაინის სამხრეთით, რუსი სამხედროები ანადგურებენ უნიკალურ დაცულ ტერიტორიას - Кинбурнская коса-ს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სახალხო დამცველზე, ლუდმილა დენისოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ხერსონის ოლქში ტყეები აპრილის შუა რიცხვებიდან იწვის. ხანძრის ჩაქრობა რთულია რუსი სამხედროების მიერ ოლქის დროებითი ოკუპაციის გამო. Кинбурнская коса -ზე ხანძარი ერთ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება. ხანძარმა დაახლოებით 4 000 ჰექტარი ტყე მოიცვა ხერსონისა და მიკოლაევის ოლქის საზღვარზე“, - აცხადებს უკრაინის ომბუდსმენი.

მისი თქმით, უნიკალურ დაცულ ტერიტორიაზე ვითარება კატასტროფული ხდება. ტყის ხანძრების შედეგები საშიშია ადამიანებისთვის და დამანგრეველი გარემოსთვის, ვინაიდან ცეცხლი ანადგურებს უკრაინის ტყეების მთელ ეკოსისტემას, რომლის აღდგენაც ძალიან რთულია.

დენისოვას განცხადებით, ოკუპანტების ქმედებები არის 1949 წლის ჟენევის ოთხი კონვენციისა და მათთან დაკავშირებული დამატებითი პროტოკოლების (მათ შორის, 1977 წლის 1-ლი პროტოკოლის) დარღვევა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა