„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები - კიდევ უფრო გავზრდით ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას რუსეთზე

არასოდეს ვაღიარებთ საზღვრებს, რომლების შეცვლასაც რუსეთი სამხედრო აგრესიით ცდილობს და გავაგრძელებთ ჩართულობას უკრაინის, მათ შორის ყირიმის, და ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სამდღიანი სამიტის შემდეგ გაავრცელეს.

მინისტრები პირობას დებენ, რომ გააძლიერებენ რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციას, გააგრძელებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და მუშაობას ომის შედეგად გამოწვეული გლობალური საკვების დეფიციტის შესამსუბუქებლად.

„ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, კიდევ უფრო გავზარდოთ ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე და გავაგრძელოთ ერთიანი მოქმედება“, - ნათქვამია ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

მათივე თქმით, გააფართოებენ სასანქციო ზომებს, მათ შორის იმ სექტორებში, რომლებზეც რუსეთი განსაკუთრებულადაა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა გერმანიაში ქალაქ ვაისენჰაუზში სამდღიანი სამიტი გამართეს. განხილვის მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის შედეგად წარმოქმნილი პრობლემებია, მათ შორის სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“