უკრაინელი მებრძოლი - „აზოვსტალში“ დაჭრილები საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან, მებრძოლები კიდურების, ხელების, ფეხების გარეშე წვანან - ბევრი მათგანი იღუპება, რადგან სამედიცინო დახმარებას ვერ ვუწევთ

მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი ერთ-ერთი უკრაინელი მებრძოლის განცხადებით, დაჭრილები საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან.

„პირობები უბრალოდ საშინელია. დღეს ჰოსპიტალში ვიყავი. ეს არის უზარმაზარი სპორტდარბაზი, რამდენიმე ათეული საწოლით. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ იატაკზეა. მებრძოლები კიდურების, ხელების, ფეხების გარეშე წვანან. ბევრი მათგანი იღუპება, რადგან ჩვენ ვერ ვუწევთ სამედიცინო დახმარებას. უბრალოდ მედიკამენტები არ არის. რაც შეეხება მძიმე ჭრილობების მქონეებს, მათი გადარჩენა თითქმის შეუძლებელია“, - აღნიშნა უკრაინელმა ჯარისკაცმა.

მისი თქმით, მედიკოსები ოპერაციას ანესთეზიის გარეშე აკეთებენ. ის შეესწრო, როგორ უკეთებდნენ ერთ-ერთი ჯარისკაცს ოპერაციას, რომელსაც ფეხის მძიმე ჭრილობა ჰქონდა:

„მას კბილებში ქამარი ჰქონდა. ანესთეზიის გარეშე იყო და გამგმირავად ყვიროდა“, - აღნიშნა მებრძოლმა.

მისი თქმით, დაზუსტებით არ იცის, არის თუ არა ყველა მშვიდობიანი მოქალაქე კომპლექსიდან ევაკუირებული.

„100%-ით ვერავინ იქნება დარწმუნებული. მოდით ვთქვათ, რომ ჩვენ გამოვიყვანეთ ის მშვიდობიანი მოქალაქეები, რომელთა შესახებაც ვიცოდით. სადღაც ისინი შეიძლება იყვნენ ნანგრევების ქვეშ, სადღაც ბუნკერებში. ამიტომ, 100%-ით დარწმუნებული ვერავინ იქნება“, - აღნიშნა დონეცკის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, რომელიც „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა