ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი სენატორების დელეგაციას უმასპინძლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში კონგრესის დელეგაცია მიიღო, რომელსაც აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი ხელმძღვანელობდა. ზელენსკი „ინსტაგრამზე“ აცხადებს, რომ ვიზიტი „აშშ-ის კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მხრიდან უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია“.

„მადლობა ჩვენს მიმართ იმ ბრძოლაში დახმარებაში, რომელსაც ვაწარმოებთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებებისთვის. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ამას",- აცხადებს ზელენსკი.

უცნობია, დღეს შედგა თუ არა უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკელი სენატორების შეხვედრა და იმყოფებიან თუ არა ისინი კვლავ კიევში.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს