„აზოვსტალში“ გამაგრებული უკრაინელი მებრძოლების ოჯახის წევრებმა ჩინეთის  პრეზიდენტს მარიუპოლის დამცველების გადარჩენის პროცესში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდეს

„აზოვსტალში“ გამაგრებული უკრაინელი მებრძოლების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს მარიუპოლის დამცველების გადარჩენის პროცესში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ მათ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც ერთ-ერთი მებრძოლის მეუღლემ ნატალია ზარიცკაიამ აღნიშნა, „აზოვსტალს“ ბომბავენ ზღვიდან, ხმელეთიდან და ჰაერიდან „ყველა შესაძლო ტიპის იარაღიდან“, მათ შორის აკრძალულიდან. მან მსოფლიოს მოუწოდა, არ იყვნენ ჩუმად და შეაჩერონ ეს თავდასხმა, რადგან სხვა შემთხვევაში „მთელი მსოფლიო შეიძლება გადაიქცეს „აზოვსტალად“.

„დღეს მსოფლიოში, ყველა მოლაპარაკების შემდეგ, არის კიდევ ერთი ადამიანი, რომლისთვისაც უარის თქმა პუტინს ძალიან გაუჭირდება. ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერსა და კეთილშობილ ჩინეთს შეუძლია არც თუ ისე მსუბუქი გადაწყვეტილებები ღირებულებებისთვის, კეთილდღეობისთვის. ჩვენ ვთხოვთ ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს გამოავლინოს დიდი სიყვარული, დიდი მზრუნველობა მსოფლიო ფასეულობებისადი და ჩაერთოს მარიუპოლის მცველების გადარჩენის პროცესში“,- განაცხადა ნატალია ზარიცკაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა