უკრაინის გენშტაბი - რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩასართავად 2 500-მდე რეზერვისტს ამზადებს

მარიუპოლში მოწინააღმდეგის ძალისხმევა კვლავ ფოკუსირებულია „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ჩვენი ქვედანაყოფების დაბლოკვისა და დამარცხებისკენ. ახორციელებს მასიურ საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„ხარკოვის მიმართულებით მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ოკუპირებული პოზიციების შენარჩუნებასა და ჩვენი ჯარების უკრაინის სახელმწიფო საზღვრისკენ წინსვლის აღკვეთაზე. ამ მიმართულებით მტერი იყენებს ქვედანაყოფებს, რომელთა ფორმირება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის დროს განხორციელდა.

გარდა ამისა, რუსი ოკუპანტები სისტემატურად ბომბავდნენ რუსკი ტიშკის, ტერნოვას და პეტრივკას დასახლებებს. ისინი წარუმატებლად ცდილობენ შეტევითი და თავდასხმის ოპერაციების ჩატარებას დოვენკესა და ბოგოროდიჩნეს დასახლებების ტერიტორიებზე. დონეცკის მიმართულებით მოწინააღმდეგე აგრძელებს ინტენსიურ დაბომბვას კონტაქტის ხაზის გასწვრივ და ცდილობს ფეხი მოიკიდოს დაკავებულ პოზიციებზე, შეავსოს საბრძოლო მასალის, საწვავის და ნავთობის მარაგი.

მტრის ძირითადი ძალისხმევა ფოკუსირებული იყო ლიმანის, სევეროდონეცკის, ბახმუტის, ავდიივკასა და კურახივის რაიონებზე“,- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს. ზოგიერთ ტერიტორიაზე ქვედანაყოფების დაკომპლექტება 20 პროცენტზე ნაკლებია.

„სევეროდონეცკის მიმართულებით მოწინააღმდეგე, არტილერიის მხარდაჭერით, იბრძოდა სოფელ ტოშკოვკას მიდამოებში. ბორივსკის მიდამოებში ოკუპანტებმა დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს. გრძელდება ბრძოლები კომიშუვახას ტერიტორიაზე ბახმუტის მიმართულებით. მოწინააღმდეგე იბრძოდა ავდიივკას მიმართულებით და დანაკარგები განიცადა პისკის და ნოვოკალინოვის დასახლებების ტერიტორიებზე. საარტილერიო მხარდაჭერის გამოყენებით ახორციელებდა შეტევას კურახივის მიმართულებით, თუმცა წარუმატებლად", - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, რუსეთი ჯარის დაკომპლექტებასა და დანაკარგების შევსებას რეზერვისტების ხარჯზე ცდილობს.„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სარდლობა რეზერვისტების ხარჯზე ცდილობს ჯარის დაკომპლექტებასა და დანაკარგების შევსებას. ვორონეჟის, ბელგოროდისა და როსტოვის ოლქების პოლიგონებზე 2 500-მდე რეზერვისტი წვრთნას გადის. დაგეგმილია მათი გაგზავნა უკრაინის ტერიტორიაზე ომში მონაწილეობის მისაღებად“, - აცხადებენ გენშტაბში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა