შვედეთის პრემიერი - თუ ნატო-ში არ გავწევრიანდებით, ძალიან დაუცველ მდგომარეობაში ვიქნებით - შვედეთი და შვედი ხალხი ცხოვრობენ ახალ, სახიფათო რეალობაში

შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის განცხადებით, თუ შვედეთი ერთადერთი ნატო-ს არაწევრი ქვეყანა იქნება ბალტიის რეგიონში, ის ძალიან დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

„ჩვენ ძალიან დაუცველ მდგომარეობაში ვიქნებით“,- აღნიშნა პრემიერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, შვედეთს სჭირდება უსაფრთხოების ოფიციალური გარანტიები, რაც ნატო-ში გაწევრიანების შედეგად ექნება.

„ჩვენ „სოციალ-დემოკრატებს“ მიგვაჩნია, რომ შვედეთისა და შვედი ხალხის უსაფრთხოებისთვის საუკეთესოა ნატო-ში გაწევრიანება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ძალიან ფრთხილი განხილვის შემდეგ“,- აღნიშნა პრემიერმა.

მისი მტკიცებით, ალიანსში გაწევრიანებით შვედეთი მიაღწევს მეტ უსაფრთხოებას და ასევე ქვეყანაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უსაფრთხოების გაძლიერებას. „შვედეთი იქნება უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი“, - აღნიშნა მაგდალენა ანდერსონმა.

პრემიერის განმარტებით, მისი ქვეყნის გადაწყვეტილება ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების შესახებ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის და ეს არის ის, რაც საუკეთესოა შვედეთისთვის. მაგდალენა ანდერსონმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა უნდა მოერგოს რეალობას და მიიღოს გადაწყვეტილებები არსებული პოლიტიკური კლიმატიდან გამომდინარე. „ძალიან ნათელია, რომ არსებობს რეალობა 2022 წლის 24 თებერვლამდე და მის შემდეგ. ევროპა, შვედეთი და შვედი ხალხი ცხოვრობენ ახალ, სახიფათო რეალობაში. ევროპული უსაფრთხოების წესრიგი, რომელზეც შვედეთი საკუთარ უსაფრთხოების პოლიტიკას საუკუნეების მანძილზე აფუძნებს, თავდასხმის ქვეშაა“, - აღნიშნა ანდერსონმა.

შეგახსენებთ, მანამდე შვედეთის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანამ უნდა იმუშაოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთებაზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო